ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა - გამოცდების ეროვნული ცენტრი

05 აპრილი 2023, 11:57 826 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 - ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 - ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;

სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.

მათივე ცნობით,  ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში