ინდოეთის ჩრდილოეთში ზვავში ტურისტები მოჰყვნენ

05 აპრილი 2023, 14:08 768 ნახვა

ინდოეთის ჰიმალაის სიკიმის შტატში  სამაშველო გუნდებმა ზვავში მოყოლილთა სამძებრო ოპერაცია ამ დილით განაახლეს. სტიქიამ შვიდი ადამიანი იმსხვერპლა.

შემთხვევის ადგილზე  სპეციალური ტექნიკა მუშაობს,  მაშველები კი ნიჩბებით ცდილობენ გზიდან  ყინულსა და თოვლის მასის გასუფთავებას. მაშველებმა ზვავში მოყოლილი 20 ადამიანი უკვე გადაარჩინეს. ზვავი  სიკიმისა და ტიბეტის ჩინურ რეგიონებს შორის ნატუ-ლას უღელტეხილთან მიმავალ გზაზე  ჩამოწვა.

სამაშველო ოპერაცია საღამოს უამინდობის გამო შეწყდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ზვავში მოყვა 6 ავტომობილი, რომლებშიც 30-მდე ტურისტი იმყოფებოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ინდოეთის ჰიმალაიში ზვავს სულ მცირე 120 ადამიანი ემსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში