საფრანგეთის პრეზიდენტი სამდღიანი ვიზიტით პეკინში ჩავიდა

05 აპრილი 2023, 14:29 523 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. მაკრონის თქმით,  სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თავის ჩინელ კოლეგას სი ძინპინს ხუთშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად  შეხვდება. 

მაკრონი შეეცდება გადაარწმუნოს ჩინეთის ხელისუფლება, უარი თქვას რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერაზე.

ევროპელი ლიდერები ოფიციალურ პეკინს ასევე მოუწოდებენ უარი თქვას რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში