სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები ბათუმის საბავშვო ბაღებზე

05 აპრილი 2023, 14:50 1141 ნახვა

ბათუმში 4 საბავშვო ბაღში არსებული ვითარება სამხარაულის ექსპერტებმა შეისწავლეს.  უწყებას ობიექტების შესწავლის მიზნით გასულ წელს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მიმართა.

დასკვნის მიხედვით, ამ ობიექტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადდა. გათვალისწინებულია 4 მილიონ ლარამდე თანხა. 

სატენდერო პირობების მიხედვით სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ რომ, ბათუმის #13, #20, #31, #33 საბავშვო ბაღების სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოების გამო დახურულია.

აღსაზრდელები და აღმზრდელები  გადანაწილებულნი არიან სხვადასხვა ბაღში. პარალელურ რეჟიმში 3  საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, კიდევ სამზე საპროექტო სახაჯრთაღიცხო სამუშაოებია დაწყებული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში