განაჩენი ბადრი ესებუას საქმეზე

05 აპრილი 2023, 14:41 918 ნახვა

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდგოდ შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთას მიესაჯა.

სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუამ აღიარა, რომ ის ნამდვილად ინახავდა იარაღს, თუმცა აღნიშნა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და იარაღი თავდაცვის მიზნით ჰქონდა.

პროცესზე დაცვის მხარე ბადრი ესებუას აღიარების გამო დაკავებულისთვის მინიმალურ სასჯელს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

იარაღი სამართალდამცავებმა ბრალდებულის დაკავებისას სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

იარაღის შენახვის გარდა ესებუას ტერორისტული აქტისა და მძევლების აყვანის გამო ადანაშაულებენ. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ცალკე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში