თბილისის აეროპორტში და სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

05 აპრილი 2023, 14:50 646 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 185 200 აშშ დოლარი და 311 698 ლარი გამოავლინეს.  ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 476 836,35 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში, 13 000 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანციის სახით ჯარიმა, 30 904.8 ლარი (თანხის 10%- ის ოდენობა) შეეფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში