გზების დეპარტამენტი - ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის გამო საავტომობილო კოლაფსია შექმნილი

05 აპრილი 2023, 17:49 602 ნახვა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი,ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ავტოტრანსპორტის დროებითი აკრძალვის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკის გაღვივებას.„ამჯერად მორიგ ცრუ ბრალდებებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს მდგომარეობის დრამატიზებას.ვკითხულობთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში