ბათუმის შემოვლითი გზა

10 თებერვალი 2017, 00:00 4576 ნახვა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შემდეგ ეტაპზე, იმ კომპანიების ფინანსური წინადადებების გახსნა მოხდება, რომლებიც ტენდერით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს სრულად დააკმაყოფილებენ.  ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. უწყების ინფორმაციით, ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკები  აფინანსებენ. 

ამავე კატეგორიაში