"დინამო“ თბილისი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე შინ „იადრანთან“ დამარცხდა

05 აპრილი 2023, 23:18 723 ნახვა

„დინამო“ თბილისი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ 11-ე ტურის შეხვედრაში შინ ხორვატულ „იადრანთან“ 7:12 დამარცხდა.

სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და სამი პერიოდი თავის სასარგებლოდ დაიტოვეს. „დინამომ“ მხოლოდ მეოთხედ პერიოდში შეძლო უპირატესობის მოპოვება და 3:2 იმარჯვა, მაგრამ ეს მატჩის გადასარჩენად ბუნებრივია საკმარისი არ აღმოჩნდა.

„დინამოს“ მხრიდან ჰეთ-თრიქი საბა ტყეშელაშვილმა შეასრულა, სტეპან პიეშივაცი დუბლით გამოირჩა, თითო გოლი კი, რევაზ იმნაიშვილისა და ბესარიონ ახვლედიანის ანგარიშზეა.

„დინამო“ თბილისი“ 2 მოგებით და 9 წაგებით ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას დეიან სტანოევიჩის გუნდი 25 აპრილს შინ „ვულიაგმენის“ წინააღმდეგ გამართავს

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში