საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში

06 აპრილი 2023, 11:03 672 ნახვა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით თბილისის ჭადრაკის სასახლემ, სწრაფ ჭადრაკში შოთა ინწკირველის მემორიალს უმასპინძლა. ტურნირი 8, 12 და 16  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

შეჯიბრება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. სამივე კატეგორიაში 100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

აჭარიდან ასპარეზობდა ორი სპორტსმენი: მარიამ ცეცხლაძე 16 წლამდე და ანეტა ქედელიძე 12 წლამდე გოგონათა შორის. მარიამ ცეცხლაძემ ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი ქულა მოიპოვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ბათუმელი მოჭადრაკე ტურნირისთვის დავით მაღალაშვილმა მოამზადა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში