10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება - „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე

06 აპრილი 2023, 12:45 687 ნახვა

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან პურის ფასი 10 თეთრით გაიაფდება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფასის დაკლება ორგანიზებულად მოხდება"- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისივე განმარტებით, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება.

დოლიძის განმარტებით, უბნის და საოჯახო მაღაზიები ფასის დაკლებასთან დაკავშირებით როგორ მოიქცევიან ამის პროგნოზირება რთულია და ამის გარანტი ვერ იქნება.

"უბნის და საოჯახო მაღაზიებში ვერ ვიქნები გარანტი, არ ვიცი, როგორ მოიქცევიან. ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ფასნამატს თვითონ ადებენ.

იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა იქ შეიძენს პურს, სადაც იაფი იქნება",- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში