იმედია წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება აშშ-ის დეპარტამენტის მხრიდან - ნინო ქადაგიძე

06 აპრილი 2023, 15:41 720 ნახვა

იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება აშშ-ის დეპარტამენტის მხრიდან. ვიმედოვნებ, ბევრი რამ გაირკვევა და კითხვებს პასუხები გაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მიერ ჩემი კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მაქსიმალურად მინდა, ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, ამისი სურვილი მაქვს და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რამეთუ ის განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას. მე, როგორც უზენაესი სასამართლოს და უსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მსურს, ჩემს კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ.

ასევე, ვთხოვო საზოგადოებას, ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ. დიდ იმედს ვიტოვებ, ბევრი რამ გაირკვევა და კითხვებს პასუხები გაეცემა, ამ პასუხებს მივიღებ. ჩემი საზოგადოებაში გამოსვლა, ოფიციალური განცხადება გაკეთდება მას შემდეგ, რაც მომეცემა შესაძლებლობა, მთელ რიგ საკითხებში გავერკვიო“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში