შემთხვევა ერთ-ერთ სკოლაში

06 აპრილი 2023, 20:01 875 ნახვა

სავარაუდოდ თვითდაზიანებები მიიყენს ბათუმში ერთ ერთი სკოლის მოსწავლეებმა. რესურსცენტრსა და სკოლის ადმინისტრაციაში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რამდენიმე  მოზარდს უმნიშვნელო ნაკაწრები ჰქონდა ხელებზე. შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა. როგორც სკოლაში ამბობენ, ფაქტი კლასის ხელმძღვანელმა შეამჩნია, საქმეში მანდატურის სამსახური ჩაერთო და გამოიძახეს  პოლიცია. სკოლის დირექტორის მოადგილის თქმით, ბავშვები მომხდარს ხუმრობით ხსნიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ. გვიდასტურებენ, რომ შემთხვევის შესახებ დეტალებს არკვევენ.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში