მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

07 აპრილი 2023, 10:01 920 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია.

ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ტარდება.

სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში