პარიზში მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

07 აპრილი 2023, 11:03 735 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქში მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე თვეა იმართება. გასულ დღეს სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტებმა მთავარ აეროპორტთან ავტომობილების მოძრაობა შეაფერხეს, გადაწვეს კაფე, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ხშირად სტუმრობდა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები 2 იანვრიდან იმართება და პრეზიდენტის რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც საპენსიო ასაკის ზრდას 62-დან 64 წლამდე ითვალისწინებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში