რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

07 აპრილი 2023, 11:00 799 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვსა და მევლუთ ჩავუშოღლუს შორის შეხვედრა ანკარაში გაიმართა. საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.

ასევე განიხილეს ენერგეტიკის, მარცვლეულის შეთანხმების, მთიანი ყარაბაღის, ანკარასა და დამასკოს შორის დიალოგის საკითხებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქ კოლეგასთან ზაფხულის ტურისტული სეზონის დროს, თურქეთში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზეც ისაუბრეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში