მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები - ჯონ კირბი

07 აპრილი 2023, 10:04 678 ნახვა

თეთრი სახლის განცხადებით, მხოლოდ ზელენსკის შეუძლია განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები. ჯონ კირბის თქმით, აშშ-ს მიაჩნია, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ შეიძლება, ამიტომაც ზელენსკის შეუძლია განსაზღვროს როდის იქნება მზად მოლაპარაკებისთვის.

განცხადება ამის შესახებ კირბიმ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომ უკრაინული მხარე, გარკვეული პირობებით მზად არის რუსეთის ფედერაციასთან ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში