გოგა ბითაძის "ორლანდო“ „კლივლენდთან“ ისევ დამარცხდა

07 აპრილი 2023, 10:54 709 ნახვა

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „კლივლენდ კავალიერს " ზედიზედ მეორედ უმასპინძლა და ამჯერად დიდი ანგარიშით 94:118 დამარცხდა.

გოგამ პარკეტზე 20:51 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 7 მოხსნა, 1 გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. მან 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ააცილა და 2-დან ერთი ჯარიმა გამოიყენა.

"ორლანდო მეჯიქიდან" ყველაზე მეტი - 22 ქულა ჯელენ საქსმა ჩააგდო, ხოლო "კლივლენდიდან" 21 ქულით, დენი გრინი გამოირჩა.

„ორლანდო მეჯიქს“ 34 მოგების წილ 46 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს სტუმრად "ბრუკლინთან" ჩაატარებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში