თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი

07 აპრილი 2023, 14:26 878 ნახვა

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი. სამწლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში,  ამ წუთებში საზაფხულო თეატრთან, ზღვის პროდუქტების გამოფენა იმართება, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს თევზის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს, კულინარიას, ასევე დააგემოვნოს ზღვის პროდუქტები. ფესტივალში მონაწილეობენ ფერმერული მეურნეობები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და რესტორნები.

პარალელურად  ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი იმართება. ფერმერები ერთმანეთს თევზის წარმოებასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, როგორც ამბობენ, ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და უცხოური გამოცდილების გაზიარება.

ფესტივალი, რომლის მიზანიც დარგის პოპულარიზაცია, ასოციაცია „ფორეჯის“ ორგანიზებით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში