პუტინის ომი უკრაინაში

07 აპრილი 2023, 20:16 615 ნახვა

უკრაინაში ომის 408-ე დღე კვლავ მძიმე აღმოჩნდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსენ ქეცბაია მტერმა ბახმუტთან იმსხვერპლა. ქართველი მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა.ოკუპანტები არ ინდობენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავში ცეცხლი სასწრაფო დახმარების ავტომობილს გაუხსნეს. დაშავდნენ ეკიპაჟის წევრები. მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას  ხარკოვის ოლქში, სოფელ ბორისივკაში მტერმა იერიშებისთვის სარაკეტო არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენა. დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში რუსებმა რკინიგზის სადგურისა და სახლების დემონტაჟი დაიწყეს, ქალაქის მერის მრჩეველისთვის უცნობია რისთვის ასუფთავებს რუსული მხარე ტერიტორიას. გასული დღე- ღამის განმავლობაში, მტერმა დაბომბა ჩერნიგოვის რაიონის რამდენიმე სოფელი, წარუმატებელი შეტევა განახორციელა ლიმანის მიმართულებით, ბახმუტის სრულად ასაღებად კი აგრძელებს შეტევით მოქმედებებს. ამასთან,უკრაინულმა მხარემ ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო კონცენტრაციის 6 უბანი გაანადგურეს, კიდევ 480 რუსი ჯარისკაცი და 3 ჯავშანტექნიკა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში