სენატორები აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის იმპიჩმენტს ითხოვენ

08 აპრილი 2023, 10:02 645 ნახვა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს კლარენს თომისს იმპიჩმენტი ემუქრება. მოთხოვნა დემოკრატმა სენატორებმა მას შემდეგ წამოაყენეს, რაც მოსამართლის ძვირადღირებული მოგზაურობების დაფინანსების წყარო გახდა ცნობილი.

ირკვევა, რომ რესპუბლიკური პარტიის მსხვილი დონორი და უძრავი ქონების მაგნატი ჰარლან ქროუ, მოსამართლეს წლების განმავლობაში აფინანსებდა, რომელსაც ის დეკლარაციაში არ ასახავდა.

კლარენს თომისის თქმით, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პირადი მეგობრების მასპინძლობის შესახებ ინფორმაციის დეკლარირება იყო საჭირო.

სენატორები აღნიშნულ ქმედებას ეთიკურ სტანდარტებთან  შეუსაბამოდ აფასებენ და მოსამართლეს კორუფციაში ადანაშაულებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში