კრემლი არ არის დაინტერესებული ლეგიტიმური მოლაპარაკებებით - ISW

08 აპრილი 2023, 11:13 718 ნახვა

კრემლი არ არის დაინტერესებული ლეგიტიმური მოლაპარაკებებით და ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს - ამის შესახებ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში საუბრობენ. ამერიკელი ანალიტიკოსები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებზე დაყრდნობით საუბრობენ.

ლავროვის თქმით, მოსკოვი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა ის დაფუძნებული უნდა იყოს რუსეთის „ლეგიტიმურ ინტერესებზე“.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ კრემლი სავარაუდოდ, გაააქტიურებს საინფორმაციო ოპერაციებს, რათა გააძლიეროს ზეწოლა დასავლეთზე, იმისთვის რომ აიძულოს უკრაინა დაბრუნდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში