ფართომასშტაბური ე.წ. სამხედრო წვრთნები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 

08 აპრილი 2023, 17:04 680 ნახვა

რუსული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ფართომასშტაბური წვრთნები დაიწყო სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოებისა და ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებით.

წვრთნების მთავარი მიზანი შტაბისა და ჯარების მზადყოფნის დონის ამაღლებაა.

შტაბისა და ჯარების წვრთნა აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში