ბათუმის სარაგბო კლუბმა მესამედ ფინალში ბოლნისის „ყოჩები“ დაამარცხა

09 აპრილი 2023, 18:32 703 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბმა საქართველოს დიდი ათის ფლეიოფის მესამედ ფინალში ბოლნისის „ყოჩებს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 17:13 დაამარცხა.

ირაკლი ნინიძის გუნდმა მეტოქეს საერთო ჯამში ორი ლელო დაუდო. შეხვედრაში დუბლით ბექა მამრიკიშვილი გამოირჩა, ხოლო ორი გარდასხვა და ერთი ჯარიმა მამუკა ნინიძის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას ბათუმის სარაგბო კლუბი გასავარდნ ფინალში 23 აპრილს სტუმრად ქუთაისის “აიას” წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში