ვიტალი დარასელიას სახელობის თასი თბილისის „დინამომ“ მოიგო

10 აპრილი 2023, 11:00 697 ნახვა

ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ აკადემია გახდა, რომელმაც ფინალში ესპანური „სევილიის“ აკადემიის გუნდი 2:1 დაამარცხა.

„სევილია“მე-10 წუთზე დაწინაურდა. „დინამომ“ მდგომარეობა მეორე ტაიმში გამოასწორა. 51-ე წუთზე საბა სამუშიამ ანგარიში გაათანაბრა, 62-ე წუთზე კი სანდრო ფეიქრიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „დინამომ“ 2:1 მოიგო. „დინამო“ ზედიზედ მეორედ გახდა თასის გამარჯვებული.

ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი იტალიური კლუბი დაუპირისპირდა – „ჯენოამ“ „მონცას“ 3:0 ძლია და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში