საბერძნეთსა და მალტას შორის ღია ზღვაში მიგრანტები დახმარებას ელოდებიან

10 აპრილი 2023, 10:53 607 ნახვა

საბერძნეთსა და მალტას შორის ღია ზღვაში კატასტროფას განიცდის ხომალდი, რომელიც ლიბიის ტობრუკის ნავსადგურიდან გამოვიდა და რომლის ბორტზე 400-მდე მიგრანტი იმყოფება. 

მიგრანტების  ხომალდიდან განგაში სიგნალის მიღების  მალტის ხელისუფლებას სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დაუწყია.  ხომალდი ახლა მალტის სამძებრო-სამაშველო რაიონში იმყოფება. ბორტზე მყოფები პანიკაში არიან,  ბევრს სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ხომალდს ამოეწურა საწვავი და ქვედა გემბანი  წყლით ივსება, კაპიტანმა ხომალდი დატოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში