ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - ზურაბ აზარაშვილი

10 აპრილი 2023, 15:47 660 ნახვა

ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე ეცოდინებათ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი ჩატარდება თუ რეაბილიტაცია.

„ჩვენი კომენტარები და შეფასებები ამ შენობის მყისიერად რეაბილიტაციას ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა. ჩვენ ექსპერტების მხრიდან საბოლოო დასკვნებს ველოდებით. ჩვენი კომენტარები და შეფასებები პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე იყო, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს და დიდი ალბათობით იგულისხმებოდა შენობის რეაბილიტაციის ნაცვლად, ხარჯთეფექტიანობიდან გამომდინარე შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების ახალი კლინიკის აშენება.

 

წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, მოხდება დემონტაჟი, თუ რეაბილიტაცია. ზუსტი თარიღის თქმა გამიჭირდება, თუმცა მედპერსონალი ჩვეულებრივად გააგრძელებს საქმიანობას. პაციენტებს ჩვეულებრივ რეჟიმში მიიღებენ.

 

რესპუბლიკური საავადმყოფო იმ სტანდარტებში იქნება მოქცეული, რისი მიღწევაც კლინიკებს 2025 წლისთვის მოუწევთ. აქედან გამომდინარეა დაჩქარებული ის პროცესები, რაც შესწავლას გულისხმობს. არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ“,- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო წარმოდგენილი უნდა იყოს მძლავრი, 500 საწოლზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკით.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით,  რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნებს მიიღებენ.

„სამედიცინო საზოგადოებასთან და რესპუბლიკურის თანამშრომლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე და გამოწვევებზე. მე, მათ ღიად და მკაფიოდ დავუდასტურე, რომ ჩვენი კომენტარები და შეფასებები არ ითვალისწინებდა მყისიერად ამ შენობის რეაბილიტაციის დაწყებას ან ამ შენობის დემონტაჟს.

 

ჩვენ სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ველოდებით საბოლოო დასკვნებს, ხოლო ის ჩვენი შეფასებები და კომენტარები იყო პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს.

 

შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ გავაცნობთ და მათთან ერთად შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება კლინიკის დემონტაჟი, რეაბილიტაცია, თუ სართულების ცვლილება.

ხუთი სხვადასხვა ტიპის დასკვნას ველოდებით, ასევე, ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის ჩართულობით ვაკეთებთ. მინდა კარგად შეთანხმებულად დავრწმუნდეთ, რა არის საჭირო და აუცილებელი, რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში