საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 20 სპორტსმენით წარდგება

10 აპრილი 2023, 21:01 577 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დუშეთში, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გორში გადის. დასახელდა მოჭიდავეთა შემადგენლობა, რომელიც ზაგრებში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ევროპის ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმია, ფრიდონ აბულაძე, ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე, გელა ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი, იაკობ ქაჯაია იასპარეზებენ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი კონტინენტის პირველობაზე შემდეგი შემადგენლობით წავლენ: რობერტ დინგაშვილი, შოთა ფარტენაძე, ედემი ბოლქვაძე, გიორგი ელბაქიძე, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე, ტარიელ გაფრინდაშვილი, მირიან მაისურაძე, გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი. ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 17-23 აპრილს გაიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში