ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ ტყვეობიდან 100 მებრძოლი გაათავისუფლა

10 აპრილი 2023, 21:58 630 ნახვა

ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ ტყვეობიდან 100 მებრძოლი გაათავისუფლა, 80 მათგანი კაცია, ხოლო 20 ქალი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

ერმაკის თქმით, მათ შორის იყვნენ სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის სამხედროები.

 უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა რომ  გათავისუფლებულთა შორის არიან "მარიუპოლის, აზოვსტალისა და ჰოსტომელის დამცველები".

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გათავისუფლებული პატიმრების თითქმის ნახევარს სერიოზული დაზიანებები, დაავადებები ან წამების კვალი აქვთ. ამასთან, გათავისუფლებული დამცველებიდან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, დღეს კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 106 რუსი სამხედროს ტყვე დააბრუნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში