ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

11 აპრილი 2023, 10:25 777 ნახვა

15 აპრილიდან ერევანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის წინასწარ განაცხადში 15 ქართველი ძალოსანია, მათგან ექვსი კი სარეზერვო სიაში მოხვდა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს ექვსგზის და ასევე ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, 29 წლის მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 55 კგ – რამინ შამილიშვილი, 61– შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე, 73 – კახი ასანიძე, 96 - ირაკლი გობეჯიშვილი, 102– ირაკლი ჩხეიძე. 109– გიორგი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე და +109 კილოგრამში – ლაშა ტალახაძე.

სარეზერვო განაცხადში არიან: გოგა ჩხეიძე, გურამ გიორბელიძე, ბაქარ თურმანიძე, მარიამ მაისურაძე, ნათია გადელია და ანასტასია გოტფრიდი. ევროპის ჩემპიონატზე პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში