თელ-ავივში საპროტესტო გამოსვლები განახლდა

11 აპრილი 2023, 10:25 808 ნახვა

ასობით ადამიანი  შეიკრიბა თელ-ავივში  ისრაელის პრემიერ -მინისტრის სატელევიზიო მიმართვის  შემდეგ, რომელიც ძირითადად  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა.  

მომიტინგეებმა, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ ისრაელის სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და მთავრობის  პოლიტიკის წინააღმდეგ,  ნეთანიაჰუს  ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი ბოლოდროინდელ არეულობებზე პასუხისმგებლობას  ოპოზიციას და დემონსტრანტებს აკისრებს. 

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. მათ თელ-ავივის ავტომაგისტრალთან გადაკეტეს ქუჩები.   

დაკავებულია ორი დემონსტრანტი. ნეთანიაჰუმ  შეცვალა მანამდე მიღებული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის    გათავისუფლების შესახებ და იგი  თანამდებობაზე დატოვა.

თავდაცვის მინისტრმა  პრემიერს საჯაროდ მოუწოდა უარი ეთქვა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის ინიცირებამ საფრთხე შეუქმნა ისრაელის უსაფრთხოებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში