ჩრდილოეთ კორეა ქვეყნის სამხედრო შეკავების პოტენციალს ზრდის

11 აპრილი 2023, 10:20 712 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ ინი აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მხრიდან  აგრესიული ნაბიჯების მოსაგერიებლად  მთავრობას  ქვეყნის  სამხედრო  შეკავების  უფრო პრაქტიკული და შეტევითი მეთოდებით გაძლიერებისკენ მოუწოდებს. 

კიმმა ეს განცხადება ცენტრალური სამხედრო კომისიის გაფართოებულ  სხდომაზე გააკეთა, რომელიც ორშაბათს ჩატარდა და რომელზეც   ქვეყნის სამხედრო შეკავების  მიმდინარე  ძალისხმევაზე იმსჯელეს,    რათა დაუპირისპირდნენ ამერიკელი იმპერიალისტების და სამხრეთ კორეელი მარიონეტი მოღალატეების აგრესიული ომის გაჩაღების  ნაბიჯებს. 

ჩრდილოეთ კორეა მოკავშირეთა სამხედრო წვრთნების ბოლოდროინდელ სერიაზე  მრისხანედ რეაგირებს, რომელიც ფხენიანის განცხადებით, მიზნად ისახავს  ტოტალური ომის მომზადებას და აიძულებს მას მოამზადოს  მძლავრი პრაქტიკული ნაბიჯები სამხედრო შესაძლებლობების ჩათვლით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში