პეკინში ქვიშის ქარიშხლის გამო განგაშის მესამე ყვითელი დონე გამოცხადდა

11 აპრილი 2023, 14:13 1077 ნახვა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ძლიერმა ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა და ქალაქი სქელი რუხისფერი მტვრით დაფარა. 

ადგილობრივმა  ხელისუფლებამ განგაშის  ყვითელი დონე გამოაცხადა, რომელიც ჩინეთის ამინდის გამაფრთხილებელ ოთხსაფეხურიან ფერად სისტემაში მესამეა.      

ჩინეთის დედაქალაქში, რომელიც  გობის დიდ უდაბნოსთან ახლოს მდებარეობს, მარტსა და აპრილში ქვიშის ქარიშხალი ჩვეულებრივი მოვლენაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში