„ბათუმობის“ თარიღსა და პროგრამას ოპოზიცია აპროტესტებს

11 აპრილი 2023, 11:54 748 ნახვა

ქალაქში არა “ბათუმობა”,  არამედ კონკრეტული საჯარო მოხელის მიერ ერთპიროვნულად შერჩეული თბილისელი შემსრულებლების კონცერტია - აცხადებს პარტია „ დროას“ წევრი და პოეტი გენრი დოლიძე.  ირწმუნება, რომ მერიამ ადგილობრივი არტისტები უგულებელჰყო.

''ლელოს'' წარმომადგენელი გენო თებიძე კი მიიჩნევს, რომ დადგენილი თარიღი გადასახედია, რადგან 28 აპრილს  სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა დღე აღინიშნება.

ამასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნულ დღეს ბათუმს თვითმმართველობის სტატუსი რუსეთის მიერ მიენიჭა, რაც დასაგმობია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში