საკალათბურთო გუნდი “ბათუმი” ზედიზედ მეორედ საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს

11 აპრილი 2023, 19:06 758 ნახვა

საკალათბურთო გუნდი “ბათუმი” ზედიზედ მეორედ საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს. ბუბა ბერიშვილის გუნდმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გურჯანის „დელტა“ 107:74 დაამარცხა.

ბათუმელებს ტრადიციულად კაილი რიდლიმ ულიდერა. ამერიკელმა ლეგიონერმა მოედანზე 31 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 35 ქულით, 6 მოხსნითა და 12 გადაცემით ორმაგი დუბლი გაიფორმა. "დელტას" მხრიდან კი 22 ქულით,4 მოხსნითა და 1 გადაცემით ვახტანგ ქადარია გამოირჩა.

შავიზღვისპირელების მეტოქის ვინაობა მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა სადაც ერთმანეთს „თსუ“ და „ოლიმპი“ დაუპირსპირდებიან.

ფინალური მატჩი ხვალ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო გუნდი „ბათუმი“ საქართველოს თასის გასული წლის გათამაშების გამარჯვებულია.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში