ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა

11 თებერვალი 2017, 00:00 3747 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და წევრები გამგებელისგან შპს “ქობულეთის წყლის” სათავე ნაგებობაზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ წყალი დაბინძურებულია, რაც მათი თქმით შესაძლოა იქვე არსებულ ქვა-ღორღის კარიერს და ასევე მიმდებარედ ჭაობად ქცეულ, გადამუშავებული მანდარინის ნარჩენებს გამოეწვია. ნაციონალურ მოძრაობაში ოფიციალური  წერილი უკვე მზად აქვთ. გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ. სულხან ევგენიძე ჯერ-ჯერობით არც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის თანამშრომლის და არც ჩვენ სატელეფონო ზარს არ პასუხობს. 

ამავე კატეგორიაში