ბათუმის ქალ ფრენბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება

11 აპრილი 2023, 20:24 1083 ნახვა

ბათუმის ქალთა ფრენბურთის კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. შარშან ფინალში „ჯიკოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ხათუნა გიორგაძის გუნდმა რევანში „ჯიკოს“ ნახევარფინალში აუღო და ოქროსთვის ბრძოლაში ამჯერად „თბილისს“ დაუპირისპირდება. დღეს „ბათუმი“ სრული შემადგენლობით გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება. აქვე გეტყვით, რომ ფრენბურთის კლუბ „ბათუმს“ როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორისაც დუბლის გაკეთების კარგი შანსი აქვს, ვინაიდან ვაჟთა გუნდიც ფინალშია. თუ გოგონები „თბილისს“, ვაჟები კი „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“ დაამარცხებენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი რეგიონის გუნდები საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედლებს მოიპოვებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში