საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების გამარჯვება ლატვიაში

11 აპრილი 2023, 20:25 981 ნახვა

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე შეკრებას ლატვიის ქალაქ ტუკუმსში გადის. 10 აპრილს ეროვნულმა გუნდმა ამხანაგური მატჩი ადგილობრივ კლუბთან გამართა და 9:3 გაიმარჯვა.პირველი პერიოდი 4:2 დამთავრდა და ოთხივე გოლი სემიონ ხარიზოვმა გაიტანა. დანარჩენ პერიოდებში გოლები ივან კარელინმა, ანდრეი რომანოვმა, გიორგი ჯეირანაშვილმა, ვიტალი ძიოვმა და ნიკა ბუკიამ გაიტანეს.შემდეგ ამხანაგურ მატჩს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ამავე კლუბთან, 12 აპრილს გამართავს. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფის პირველ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები მადრიდში 16 აპრილს, ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში