უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

12 აპრილი 2023, 10:12 554 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 1 რაკეტა და 21 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 33 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 72 თავდასხმა ზემოთხსენებული მიმართულებით"-აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მტრის თავდასხმის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ერთ დღეში 13 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 5 უბანს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში