ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება

12 აპრილი 2023, 10:04 661 ნახვა

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის რაზმმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელზეც ალყაში მოქცეულ ბახმუტში რუსულ საოკუპაციო  ძალებთან შეტაკებებია დაფიქსირებული.  სხეულის კამერის კადრებში ჩანს, რომ მებრძოლები  ერთ-ერთი დანგრეული სახლის ეზოში  რეაქტიულ  ხელყუმბარებს ისვრიან და ავტომატური იარაღიდან ცეცხლს ხსნიან მოწინააღმდეგის მისამართით.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით,  თითქმის 8 ათას 500 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის შედეგად, თუმცა შიშობენ, რომ  მსხვერპლი გაცილებით მეტია. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით,  დადასტურებულია  8 ათას 490 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი  14 ათას 244-ს აღწევს.

ეს მონაცემები  2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 9 აპრილამდე პერიოდშია აღნუსხული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში