ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

12 აპრილი 2023, 16:03 666 ნახვა

ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მოთხოვნას კი მიმალვისა და მტკიცებულებების გაყალბებით ასაბუთებდა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების თქმით, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ნ.გ, ბ.ბ, ზ.ს და ლ.ბ დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში