„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში შესწორება შევიდა - პირს ოლიგარქად, მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ცნობს

12 აპრილი 2023, 17:00 628 ნახვა

პირს ოლიგარქად, მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ცნობს. მსგავსი შესწორება შევიდა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით მსჯელობენ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე კანონპროექტის კორექტირება მოხდა. ჩასწორებული ვერსიით, ანტიკორუფციული ბიურო პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას იწყებს საკუთარი ინიციატივით ან მთავრობის წევრის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართვის საფუძველზე.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი პოლიტიზებული არ უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ პროცედურის პოლიტიკისაგან დაცვლა.

„გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს, რომელიც შექმნილია 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. შესაბამისად, ეს საკითხი სრულად დეპოლიტიზებული იქნება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში