სააღდგომოდ თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

13 აპრილი 2023, 11:20 867 ნახვა

სკანდინავიური ანტიციკლონის გავლენით, აღდგომის დღესასწაულის დღეებში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, შაბათ-კვირას მზიანი ამინდი იქნება, ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს, კიდევ უფრო თბილი იქნება ორშაბათი და +25 გრადუსამდე დათბება.

აღსანიშნავია დაბალი ფარდობითი ტენიანობა 40-60% დონეზე, ატმოსფერული წნევა მაღალი იქნება, მზის ულტრაიისფერი ინდექსი #8 შეგიძლიათ გაირუჯოთ კიდეც.

აღმოსავლეთ საქართველოში, შაბათი ძირითადად უნალექო იქნება და +22 გრადუსამდე დათბება, კვირას და ორშაბათს კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი და +24, +16 გრადუსი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში