გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ გადამწყვეტი მატჩის მოლოდინში

13 აპრილი 2023, 10:01 559 ნახვა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სერიაში ესპანურ „მანრესასთან“ საგარეო მატჩი წააგო და გადამწყვეტი თამაშის ჩატარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებს შინ 91:84 ჰქონდათ მოგებული, სტუმრად კი 83:85 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

19 აპრილს ტენერიფელებიმანრესას“ შინ მიიღებენ გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში კიდევ ერთ ესპანურ კლუბ „უნიკახას“ დაუპირისპირდებიან.

მალაგელებმა მეოთხედფინალში 2:0 დაამარცხეს „მურსია“, რომლის ღირსებასაც თად მაკფადენი და რატი ანდრონიკაშვილი იცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში