თსუ საქართველოს თასის მფლობელია 

13 აპრილი 2023, 10:05 528 ნახვა

სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა თასის გათამაშების ფინალში თასის მოქმედი მფლობელი ბათუმი დაძაბულ ბრძოლაში – 78:76 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში აღნიშნული ტიტული მეორედ მოიგო.

ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშის ბედი  ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც თსუ-ს ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯიმონ ჰენსონმა შეხვედრის ბოლო წუთზე სამქულიანი ჩააგდო და სტუდენტების გუნდი 4 ქულით დააწინაურა, რომელიც 22 ქულით მის გუნდში საუკეთესო იყო და ოთხთა ფინალის MVP გახდა. ბათუმელთაგან კი მატჩში ყველაზე მეტი - 24 ქულა კაილი რიდლიმ ჩააგდო.

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ ბათუმს წინ ეროვნული ჩემპიონატის პლეი-ოფის თამაშები ელოდება. გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში