შეხვედრა მეჯვრისხევსა და ნიქოზში მცხოვრებლებთან

13 აპრილი 2023, 11:20 593 ნახვა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მეჯვრისხევსა და ნიქოზში არსებულ ვითარებას სახელმწიფო მინისტრი გაეცნო. თეა ახვლედიანმა სოფლებში მოქმედი ამბულატორიები დაათვალიერა, სადაც UNDP-ის მხარდაჭერით სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

სახელმწიფო მინისტრი და გაერო-ს წარმომადგენელი ამბულატორიების მედპერსონალსა და  მოსახლეობას შეხვდნენ.    

უწყების ინფორმაციით,  მინისტრმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და  მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრში კი ანიმაციური ფილმების მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ საორგანიზაციო საკითხები და საჭიროებები განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში