საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

13 აპრილი 2023, 20:34 809 ნახვა

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრების შეკრება დასრულდა ლატვიის ქალაქ ტუკუმსში. ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ორივე გამარჯვებით დაამთავრა და ორივეში 9 გოლი გაიტანა. პირველი 9:3 მოიგო, ხოლო მეორე 9:4. მეორე თამაშში გოლები გაიტანეს: ბუკიამ 2, კარელინმა 2, შვეცოვმა 2 და 1-1 გაიტანეს კოჩკინმა, ლიალინმა, ერმოშენკომ. ეროვნული ნაკრები 14 აპრილს მადრიდში ჩაფრინდება, 16 აპრილიდან დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები. საქართველო მეორე დივიზიონის „ა“ ჯგუფში ითამაშებს ისლანდიასთან, ავსტრალიასთან, ესპანეთთან, ისრაელთან და ხორვატიასთან.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში