„ნაპოლი“ დამარცხდა, „რეალმა“ მოიგო

13 აპრილი 2023, 20:35 762 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალში „ნაპოლი“ სან-სიროზე „მილანს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ნეაპოლელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო  ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც „ნაპოლის“ ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. მას ორჯერ ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, მაგრამ ორივეჯერ მცველებმა აჯობეს. მილანელებმა ერთადერთი გოლი „ნაპოლის“ კარში მე-40 წუთზე გაიტანეს. ბრაჰიმ დიასის წამოწყებული შეტევა ისმაელ ბენასერმა გოლით დაასრულა. მარცხის მიუხედავად „ნაპოლი“ ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს და ყველაფერი „მარადონაზე“ გადაწყდება. ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსი“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. 21-ე წუთზე „ჩელსის“ კარში გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა. მეორე გოლი კი „რეალმა“  74-ე წუთზე გაიტანა, მეტოქის კარის აღება შეცვლაზე შემოსულმა მარკო ასენსიომ მოახერხა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრები 18 აპრილს გაიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში