14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი 2023, 10:07 861 ნახვა

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 45 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.

პროტესტი 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში