საქართველოს პროკურატურის განცხადება

14 აპრილი 2023, 12:01 676 ნახვა

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა პროკურატურამ. საგამოძიებო  უწყება ეხმაურება ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით.  

პროკურატურის ინფორმაციით, დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელსა და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. 

დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც სავარაუდოდ მოქმედებდა 2019-2021 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ. ქოლ-ცენტრებს გამოყენებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციების მოზიდვას, სანაცვლოდ კი მაღალ სარგებელს ჰპირდებოდა.

მოგვიანებით, დაზარალებულები გაწეულ ინვესტიციებს კარგავდნენ, რომელიც დამნაშავეთა საბანკო ანგარიშებზე ნაწილდებოდა - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში